აშშ-საქართველო

ნაუერი: მიუხედავად რუსული ოკუპაციისა, საქართველო დემოკრატიულ რეფორმებს აგრძელებს

ჰეზერ ნაუერი
CNN

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჟურნალისტებთან მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრაზე ისაუბრა:

"მაიკ პომპეომ დაადასტურა აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის მხადრაჭერა. 10 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას. მიუხედავად რუსეთის მიერ მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა, მიუხედავად მკვლელობებისა, გატაცებებისა და სხვა სამართალდარღვევებისა, რაც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ხდება, საქართველოს აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირებას და ეკონომიკის განვითარებას. აშშ მხარში უდგას საქართველოს. ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში, სადაც საქართველო წამყვანია ერთ სულ მოსახლეზე ნატოს მისიაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ჩვენ ველით, რომ საქართველო ერთ დღესაც გახდება ნატოს წევრი. აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კანონის უზენაესობის და პასუხისმგებელიანი მთავრობის გაუმჯობესების გზაზე." თქვა ჰეზერ ნაუერმა.

კომენტარები