დონალდ ტრამპი

ტრამპი: პუტინი სავარაუდოდ მკვლელობებშია გარეული, მაგრამ ეს ჩვენთან არ ხდება

დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი
Getty Images

CBS News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შესაძლოა მკვლელობებში იყოს გარეული:

კითხვაზე ეთანხმება თუ არა, რომ პუტინი მკვლელობებში და მოწამვლაში არის გარეული ტრამპმა უპასუხა:

"ალბათ, დიახ. მაგრამ ვენდობი მათ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება."

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ ტრამპმა თქვა, რომ სჯერა, რომ რუსეთი არჩევნებში ჩაერია, თუმცა მან ჩინეთიც დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის რუსული ქიმიური იარაღით, "ნოვიჩოკით" მოწამვლაში ბრიტანეთის პოლციის მიერ ეჭვმიტანილად რუსეთის მოქალაქეები GRU-ს თანამშრომლები არიან.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის თქმით ოპერაციაზე დასტური სავარაუდოდ ხელისუფლების უმაღლეს დონეზე გაიცა.

კომენტარები