დონალდ ტრამპი

ტრამპი შუალედურ არჩევნებზე: დიდი გამარჯვებაა, მტრული მედიის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად!

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: EPA

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შუალედური არჩევნების შედეგებს საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა:

"საოცარი წარმატებაა დღეს ღამით. მადლობას გიხდით ყველას!"

"ბევრი მილოცვა მივიღე ჩვენს დიდ გამარჯვებაზე დღეს ღამით, მათ შორის სხვა ქვეყნებიდანაც (მეგობრებისგან), რომლებიც მელოდნენ, და სავაჭრო შეთანხმებების იმედი ჰქოდათ. ახლა შეგვიძლია საქმეს დავუბრუნდეთ!"

"ყველას, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა ამ დაუჯერებელ შუალედურ არჩევნებზე, მიიღო კონკრეტული პრინციპები და პოლიტიკა, ძალიან კარგად მოიქცა. ვინც არა, დაგვემშვიდობეთ! გუშინდელი დღე დიდი გამარჯვება იყო, მტრული და საშინელი მედიის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად!"

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში შუალედური არჩევნები გუშინ გაიმართა. წინასწარი შედეგების მიხედვით დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვება შეძლო. რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა შეინარჩუნა.

უკანასკნელი 8 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დემოკრატებმა კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.

რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში 24 ადგილი დაკარგა, თუმცა სენატში დამატებით 3 ადგილის მოპოვება შეძლო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები