ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.55 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.33 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ლარი დოლართან 0.55 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.33 თეთრით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6585 ლარია, ერთი ევროსი - 3.0347 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც. 

ლარმა განსაკუთრებული ტემპით გაუფასურება დაახლოებით თვენახევრის წინ დაიწყო. ამ დროის მანძილზე, საქართველოს ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია. პირიქით, სებ-მა 9 და 16 ნოემბერს 10-10 მილიონი დოლარი შეისყიდა. ამ მასშტაბის ინტერვენციების მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ვალუტა რამდენჯერმე გამყარდა. 

კომენტარები