WizzAir

Wizzair: ჩვენი მიზანია, ქართველ მოგზაურებს უფრო მეტი ავიამიმართულება შევთავაზოთ

Daily Mail

Wizz Air ავიაკომპანიის ბაზრიდან გაყვანის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "იშვიათად "აკეთებენ კომენტარს სპეკულაციებზე". ავიაკომპანიის განცხადებით, მათი მიზანია, გააფართოვოს საქართველოში არსებული ქსელი.

"Wizz Air იყო პირველი საერთაშორისო ავიაკომპანია, რომელმაც ქუთაისის აეროპორტში 2012 წელს რეისი განახორციელა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ საქართველოს ქსელში არსებული რეისებით 1,5 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა 13 ქვეყნის 20 მიმართულებით.

ამასთან, Wizz Air-მა 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 9 ახალი ავიამიმართულება დაამატა, მათ შორის ისეთი ქალაქები, როგორიცაა რიგა, პარიზი, პრაღა, ათენი, ბარსელონა, რომი, ბუქარესტი, ვენა და ვროცლავი. ამასთან, ავიაკომპანიამ 2018 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განათავსა მეორე ბაზირებული ავიახომალდი, რომელიც 100 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას წარმოადგენს.

Wizz Air-ის მიზანია, გააფართოვოს საქართველოში არსებული ქსელი და ქართველ მოგზაურებს შესთავაზოს უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულება ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ" - ნათქვამია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ განმარტება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომაც გაავრცელა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა. სამინისტროს ცნობით, "WizzAir-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში".

ჰაბ ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო Wizzair-ს შეზღუდვებს უწესებს და პრობლემებს უქმნის.

კომენტარები