არჩევნები 2018

დათვლილია ხმების ნახევარზე მეტი - სალომე ზურაბიშვილი - 58.1%, გრიგოლ ვაშაძე - 41.9%

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს ხმების 58.08%, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს - 41.92% აქვს. ამ დროისთვის, დათვლილია ხმების ნახევარზე მეტი - 52.58%.

დღეს საქართველოში პირველად ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ამასთან, ახალი კონსტიტუციით, ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩია.

დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 56.23%-მა მიიღო. ეს თითქმის 10%-ით მეტია პირველი ტურის აქტივობაზე. მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი 337 889-ით მეტმა მოქალაქემ გააკეთა.

კომენტარები