გერმანია

ანგელა მერკელის პარტია ახალ ლიდერს ირჩევს

The National

ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიული პარტია პარასკევს ახალ ლიდერს აირჩევს, რომელიც  მერკელს პარტიის ლიდერის პოზიციაზე ჩაანაცვლებს და შემდგომში, შანსი ექნება, რომ გერმანიის კანცლერი გახდეს. 

ანგელა მერკელს ეს პოზიცია 18 წელია უკავია. ახლა პარტიამ არჩევანი გენერალურ მდივანს, მილიონერ ბიზნესმენსა და ჯანმრთელობის მინისტრს შორის უნდა გააკეთოს. 

ლიდერები არიან ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, რომელსაც ხედავენ, როგორც მერკელის პროტეჟეს და მისი პოლიტიკის გამგრძელებელს და ფრიდრიხ მერცი - მერკელის მეტოქე, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა"პოლიტიკური დევნილებისათვის" თავშესაფრის მიცემის კონსტიტუციური გარანტია და ფიქრობს, რომ გერმანიამ, ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის ქვეყანამ, მეტი წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირში. 

მერკელმა ოქტომბერში განაცხადა, რომ ის პარტიის ლიდერის პოზიციიდან გადადგებოდა, თუმცა კანცლერად დარჩებოდა. ეს საშუალებას მისცემს პარტიას, რომ მოემზადოს შემდეგი არჩევნებისთვის. 

ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ახალ ლიდერს 1,0001 დელეგატი აირჩევს, რომლებიც ხმას პარტიის კონგრესზე, ჰამბურგში აძლევენ. გამარჯვებული უხელმძღვანელებს პარტიას შემდეგი ფედერალური არჩევნებისთვის 2021 წლის ოქტომბერში. 

წინასწარი კვლევების მიხედვით, ერთ-ერთია Deutschlandtrend, პარტიის 46% კრამპ-კარენბაუერის მხარდამჭერია, 37% მერცის, დარჩენილი 12% ხმას ჯანმრთელობის მინისტრს იენს შპანს აძლევს. 

ხმას შუადღით მისცემენ და თუ ერთ-ერთი კანდიდატი დიდ უმრავლესობას ვერ მიიღებს, ორ ყველაზე პოპულარულ კანდიდატს შორის მეორე ტური ჩატარდება. საბოლოო შედეგები საღამოს გახდება ცნობილი. 

მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ მერკელს ზურგი აქცია 2015 წელს მიგრანტთა კრიზისის დროს მისი გადაწყვეტილების გამო - მერკელმა საზღვარი გაუღო ყველა მიგრანტს, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან ომებს გამოექცა - მას თვლიან იმ პიროვნებად, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პარტიის მოდერნიზებაში. 

ეს არის პირველი შემთხვევა 1971 წლის შემდეგ, როდესაც პარტიის ლიდერებს საშუალება აქვთ ხმა მისცენ ლიდერის ასარჩევად. ყველაზე დიდხან პარტიას ჰელმუტ კოლი ხელმძღვანელობდა, 1973 წლიდან 1998 წლამდე. 

კომენტარები