დონალდ ტრამპი

ტრამპი Apple-ის დირექტორის, ტიმ კუკისთვის ტიმ ეფლით მიმართვაზე: დრო და სიტყვები დავზოგე

დონალდ ტრამპი
CNN

გასულ კვირას თეთრ სახლში ბინესმენებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა კომპანია Apple-ის აღმასრულებელ დირექტორს, ტიმ კუკს მიმართა და აშშ-ში ინვესტიციების ჩადებისათვის მადლობა გადაუხადა, თუმცა მისი სახელი შეეშალა:

"მადლობას გიხდით, ტიმ ეფლ." თქვა მან.

ამას სოციალურ ქსელებსა და მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც ტრამპმა გუშინ საკუთარ ტვიტერზე უპასუხა:

"მრგვალ მაგიდასთან ბიზნესმენებთან უკანასკნელი შეხვედრაზე, Apple-ის ტიმ კუკის ფორმალურად წარდგენის შემდეგ, მას სწრაფად მივმართე როგორც ტიმ + ეფლი ანუ ტიმ/ეფლი, როგორც მარტივი გზა, რათა დრო და სიტყვები დამეზოგა. ცრუ მედიამ ეს გაავრცელა და ტრამპისათვის კიდევ ერთ ცუდ ისტორიად აქცია!" დაწერა მან.

 

კომენტარები