კრიმინალი

ავტომანქანებიდან საბურავების, აკუმულატორების და სხვა ნაწილების მოპარვისთვის 1 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1972 წელს დაბადებული ზ. ლ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალაქ ზესტაფონში შპს "ნატახტარი“-ს საწყობის ეზოში, ამავე კომპანიის კუთვნილი ავტომანქანებიდან საბურავები, აკუმულატორები და სხვადასხვა დასახელების სათადარიგო ნაწილები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აღნიშნავს უწყება.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები