რუსული ოკუპაცია

გორის მერი: საპანიკო არაფერია, კონტროლირდება ყველაფერი

0 კომენტარი
ფოტო: droa.ge

"მე ადგილზე არ ვიმყოფები, ადგილობრივებმა მომაწოდეს ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს 3 ნიღბიანი გადმოსული იყო ჩვენს მხარეს, მაგრამ, როგორც დაზუსტებულად ახლა გავიგე, არ დასტურდება ეს ინფორმაცია," - ამის შესახებ გორის მერმა მაესტროს ეთერში ისაუბრა.

კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ხურვალეთში დაძაბული მდგომარეობა არ არის, ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

"მე ახლა ადგილზე მივდივარ და დეტალურად იქიდან მოგაწვდით ინფორმაციას. მოგეხსენებათ, რომ საზღვრისპირა სოფელია, ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაა, ამიტომ, რომ გავრცელდა ეს ინფორმაცია, უსაფრთხოების მიზნით არის, რომ ძალიან ბევრი ხალხი არ მიაწყდეს და ამიტომ არ უშვებენ სოფელში. საპანიკო არაფერია, ყველაფერი ნორმალურადაა, კონტროლირდება ყველაფერი," - ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ფოტო და ინფორმაცია ადგილობრივმა მკვიდრმა, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა. მისი თქმით, რუსი სამხედროები მოსახლეების ეზოებში არიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა არ დაადასტურა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეგის თქმით კი, დიდ ხურვალეთში "ბორდერიზაციის" ახალი ნიშნები არ არის. მან Twitter-ზე დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურს ადგილზე ინციდენტები არ აღურიცხავს. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები