დონალდ ტრამპი

Warner Bros ტრამპს ბეტმენის მუსიკის გამოყენების გამო უჩივის

Twitter

კომპანია Warner Bros აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბეტმენის ტრილოგიის ფილმ The Dark Knight Rises-ის მუსიკის გამოყენების გამო უჩივის.

დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა 2-წუთიანი ვიდეო 2020 წლის საარჩევნო კამპანიისათვის, რომელშიც სწორედ ამ ფილმისათვის ჰანს ციმერის მიერ დაწერილი მუსკაა გამოყენებული. ვიდეოში ფილმის შესავალი კადრებიც იყო გამოყენებული. ამჟამად ტრამპის პოსტში, რომელსაც მან "გახადე ამერიკა კვლავ დიდებული" დააწერა, ვიდეო აღარ ჩანს.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია:

"ფილმ The Dark Knight Rises-დან Warner Bros-ს მუსიკის გამოყენება კამპანიის ვიდეოსათვის ნებადართული არ იყო. ჩვენ ამაზე ლეგალური გზებით ვმუშაობთ, რათა ის წაიშალოს."

ტრამპს წარსულშიც გამოუყენებია ცნობილი სიმღერები და ჰიტების მისი კამპანიისათვის. მისთვის უცხო არც ფილმებისა და სერიალების ფრაზების გამოყენებაა. მაგალითისათვის ირანისათვის სანქციების გამკაცრებამდე მან ტვიტერზე პოსტერი გამოაქვეყნა, რომელშიც HBO-ს სერიალის Game of Thrones-ის ფრაზა ჰქონდა გადაკეთებული - "სანქციები მოდის" ეწერა პოსტერს.

ტრამპისთვის არაერთ შემსრულებელს უთხოვია შეწყვიტოს მათი მუსიკის საკუთარი კამპანიისათვის გამოყენება, მათ შორის პრინსს, ფარელ უილიამსს და ჯგუფ the Rolling Stones-ს.

 

კომენტარები