პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

Apple მონაწილეობას მიიღებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციაში

Justin Sullivan / Getty Images

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა ტვიტერზე დაწერა, რომ კომპანია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციაში ჩაერთვება.

"გულგატეხილები ვართ ფრანგი ხალხისა და მათ გამო მთელს მსოფლიოში, ვისთვისაც ნოტრ-დამი იმედის სიმბოლო იყო. შვებისმომგვრელია, ყველა რომ უსაფრთხოდაა. Apple ფულს გადარიცხავს სარეაბილიტაციო სამუშაოებში, რათა მომავალი თაობებისთვის აღდგეს ღვთისმშობლის ტაძრის ძვირფასი მემკვიდრეობა."

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, კერძო სექტორი და ბიზნესმენები აქტიურად გამოთქვამენ მზადყოფნას, საკუთარი სახსრები გაიღონ გოთიკური არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშის აღდგენისათვის.

ფრანგმა მილიარდელმა, ფრანსუა ჰანრი პინომ განაცხადა, რომ ის 100 მილიონ ევროს გაიღებდა, ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ბერნარდ არდომ კი 200 მილიონი ევრო გამოყო ტაძრის აღსადგენად.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ორშაბათს, 15 ივლისს გაჩნდა. მეხანძრეებმა მისი მთავარი კონსტრუქციის გადარჩენა შეძლეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტაძარი ისევ აღდგება.

"ეს არის რასაც ფრანგები მოელიან და რასაც ჩვენი ისტორია იმსახურებს" - თქვა ემანუელ მაკრონმა.

 

კომენტარები