არჩევნები უკრაინაში

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

0 კომენტარი

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი უპირისპირდებიან.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ქვეყანაში 30 ათასამდე საარჩევნო უბანია გახსნილი.

უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. პირველ ტურში ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24% მიიღო, პოროშენკომ კი, 15,94%. არჩევნების პირველ ტურში 39 კანდიდატი მონაწილეობდა.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული უკანასკენლი გამოკითხვის შედეგებით, მათგან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ხმას ვის მისცემს, 72.2% მხარს ზელენსკის დაუჭერს, 25.4% კი - პოროშენკოს.

გამოკითხვის შედეგებით, ზელენსკი უკრაინის ყველა რეგიონში ლიდერობს, თუმცა ყველაზე მეტი ადამიანი სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდან უჭერენ მხარს. დონბასში ზელენსკის მხარდაჭერა 91.4%-ია.

უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები