ტაილანდი

ტაილანდის ცნობილი სანაპირო, რომელიც ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს, 2021 წლამდე დაიხურა

Getty Images

ტაილანდის ერთ-ერთ ყურეში მდებარე სანაპირო, რომელიც ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს 2021 წლამდე დაიხურება.

სანაპირო კუნძულ პჰი პჰი ლეზე მდებარე მაიას ყურეშია და მას დღეში 5000-მდე ადამიანის სტუმრობდა, რის გამოც ეკოლოგია საგრძნობლად დაზიანდა, მათ შორის განადგურდა მარჯნის რიფის დიდი ნაწილი.

იმისათვის, რომ ეკოსისტემას აღსადგენად საკმარისი დრო მიეცეს, სანაპირო ვიზიტორებისათვის 2 წლით დაიკეტება.

სანაპირო დროებით გასულ წელსაც დაიხურა, რის შემდეგაც რიფის თევზის ჯიშების ნაწილი კვლავ გამოჩნდა.

ტაილანდის ეროვნული პარკების დეპარტამენში ამბობენ, რომ ხელახლა გახსნის შემდეგ სანაპიროზე ვიზიტორების რაოდენობა შეიზღუდება და ნავები აიკრძალება.

ადგილობრივების ნაწილი გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ისინი ამბობენ, რომ ტურიზმი მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა.

დენი ბოილის ცნობილ ფილმ The Beach-ში, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს, მოქმედება სწორედ ამ სანაპიროზე ვითარდება.

კომენტარები