რუსთაავის მერი

რუსთავის მერს სახლის ეზოდან ტრაქტორი მოპარეს

Facebook / ირაკლი ტაბაღუა რუსთავის მერი / Irakli Tabaghua Mayor of Rustavi

რუსთავის მერს სახლის ეზოდან ტრაქტორი მოპარეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფერ ზერტში, ირაკლი ტაბაღუას სახლის ეზოდან ტრაქტორი მოიპარეს.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძეიბა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

კომენტარები