კრიმინალი

ახალციხის პოლიციის შენობაში დანით შეიარაღებული კაცი შევარდა

0 კომენტარი
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

ახალციხის პოლიციის შენობაში დანით შეიარაღებული კაცი შევარდა.

შსს-ის ცნობით, დაკავებულია 1994 წელს დაკავებული ადამიანი. ის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაშავებული არავინაა, მან პოლიციელების მოთხოვნისთანავე იარაღი დააგდო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

10 ივნისს სასამართლომ ასევე იმსჯელა მისი აღკვეთის ღონისძიების საქმეზე. მას 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

„პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას. მათ ვერ დაასაბუთეს პატიმრობის მოთხოვნა. დაკავებულს დახასიათება ჰქონდა სამუშაო ადგილიდან, რომ წესიერი ადამიანია. მას დადებითად ახასიათებენ მეზობლები, ასევე – მისი ჯგუფელები. იგი ფეხბურთის გუნდში თამაშობს და უნივერსიტეტშიც სწავლობს. ამ პიროვნებისგან ახალი დანაშაულის ჩადენა, მიმალვა ან მოწმეზე ზეწოლა გამორიცხულია. ამიტომ მოსამართლემ გირაო შეუფარდა“, – უთხრა ადვოკატმა სამხრეთის კარიბჭეს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები