რუსეთი

მოსკოვში ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაზე ალექსეი ნავალნი დააკავეს

0 კომენტარი

მოსკოვში მედუზას ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე 90-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი. ამის შესახებ მედუზა წერს

მედიის ცნობით, მხარდამჭერი აქცია 12:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობისკენ მიემართებოდნენ. გზად მათ პოლიციელების დიდი რაოდენობა დახვდათ. როგორც ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ისინი აგრესულები არიან და ძალის გამოყენებით მონაწილეებს მანქანაში ტენიან. 

შეგახსენებთ, რომ Meduza-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. 8 ივნისს გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება აუკრძალეს. უპრეცედენტო სოლიდარობის კამპანიის დაწყების შემდეგ კი გოლუნოვი დროებით შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მას წინააღმდეგ საქმე ბრალის დაუმტკიცებლობის გამო 11 ივნისს შეწყდა და ის გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ადვოკატის ნახვის საშუალება მხოლოდ 14 საათის შემდეგ მისცეს. იურისტის თქმით, გოლუნოვი წინასწარი დაკავების საკანში ნაცემი იყო.

"მედუზას" ხელმძღვანელმა, გალინა ტიმჩენკომ და მთავარმა რედაქტორმა, ივან კალპაკოვმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ისინი ​გოლუნოვის უდანაშაულობაში სრულიად დარწმუნებულები არიან. მათივე თქმით, აქვთ საბაბი იფიქრობ, რომ გოლუნოვი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააკავეს: წლების განმავლობაში მან მრავალი საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა პოლიტიკოსების და მაღალი რანგის ბიზნესმენების კორუფციის და თაღლითობის სხვადასხვა სქემის შესახებ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები