სომხეთ-საქართველოს საზღვარზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების სამსახური

მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან გაჩენილი ხანძარი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო ზოლში დამწვარია ბუჩქნარი და ეკალბარდები. უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის. 

სამსახურის ცნობითვე, ხანძარი თავდაპირველად სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა.

ადგილზე მუშაობდა შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძრის ლიკვიდირებაში მონაწილეობას 65-მდე მეხანძრე-მაშველის იღებდა.

საზღვრის მეორე მხარეს, სამუშაოებში ჩართული იყვნენ სომხეთის სახანძრო დანაყოფები. ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია.

კომენტარები