თურქეთი

თურქეთის სასამართლომ ჟურნალისტებს სამუდამო პატიმრობა გაუუქმა

"დოიჩე ველე"

თურქ ჟურნალისტებს, ნაზლი ილიჯაკსა და აჰმეთ ალთანს, რომლებიც მთავრობას ღიად აკრიტიკებდნენ, სამუდამო პატიმრობა გაუუქმდათ. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.  

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, გაეთავისუფლებინა ჟურნალისტები პატიმრობიდან. მისი თქმით, ჟურნალისტები ინფორმირებულნი იყვნენ გადატრიალების მოწყობის მცდელობის შესახებ და მხარს უჭერდნენ ორგანიზატორებს. ახლა ნაზლი ილჯაკსა და აჰმეთ ალთანს 5-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

ჟურნალისტები 2016 წელს დააკავეს. თურქეთის სასამართლომ მათ სამუდამო პატიმრობა 2018 წელს მიუსაჯა. მათ ბრალი ამერიკაში მცხოვრებ მქადაგებელ ფეთულაჰ გიულენთან კავშირში ედებოდათ. ერდოღანის ხელისუფლება გიულენს გადატრიალების მცდელობის მოწყობაზე აკისრებს პასუხისმგებლობას. 

ორგანიზაცია P24-ის ცნობით, რომელიც თურქეთში მედიის თავისუფლების საკითხებზე მუშაობს, თუქეთში, დაახლოებით, 140 ჟურნალისტია დაკავებული. მათი უმეტესობა სამი წლის წინ მომხადარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააპატიმრეს. ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" ბოლო კვლევის მიხედვით, თურქეთი მედიის თავისუფლებით 180 ქვეყნიდან 157-ე ადგილს იკავებს.

კომენტარები