თურქმენეთი

ორი კვირაა თურქმენეთის დიქტატორი გაუჩინარებულია, საელჩო გარდაცვალებას უარყოფს

youtube.com

თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი ორ კვირაზე მეტია საჯაროდ არ გამოჩენილა. დღეს რუსული მედიის ნაწილმა სამ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, თურქმენეთის დიქტატორი გარდაიცვალა. 

რუსეთში თურქმენეთის საელჩომ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა, თუმცა, ბერდიმუხამედოვი კამერებთან კვლავ არ გამოჩენილა.

საელჩოს განცხადების შემდეგ, რუსულმა მედიამ გურბანგულის გაუჩინარების მეორე ვერსია გაავრცელა - შესაძლოა მან თურქმენეთი დატოვა და გერმანიაში სამკურნალოდ მყოფ დედასთან გაემგზავრა. 

კომენტარები