ხანძარი რუსეთში

რუსეთში, ციმბირში რამდენიმე კვირაა მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი იწვის

BBC

ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთში ხანძარია. ცეცხლი ციმბირის ტერიტორიაზეა გავრცელებული, კერძოდ ორკუსტკის ოლქში, კრასნოიარსკის მხარესა და სხვა ადგილებში.

რუსული მედიის ცნობით, დაახლოებით 1 მილიონი ჰექტარი ტერიტორია იწვოდა, თუმცა რეალურად ხანძარი ციმბირის ტყეში რამდენიმე მილიონ ჰექტარზე გავრცელდა. 

რუსმა ვიდეობლოგერმა, დიმიტრი ივანოვმა, რომელიც Youtube-ზე პოლიტიკურ თემატიკაზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ბლოგერია, ციმბირში ტყეების დაწვასთან დაკავშირებით თავის არხზე Kamikadzedead-ზე ვიდეო განათავსა და ხანძრის მიზეზებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ხანძრის მიზეზი არის ის, რომ რუსეთი წლებია ციმბირის ტერიტორიის ტყეებს უკანონოდ ჩეხავს, რათა მასალა ჩინეთს მიჰყიდოს, წელს კი გაჩეხვის მასშტაბებმა არნახულს მიაღწია და იმისთვის, რათა ამ უკანონო ქმედების კვალი დაეფარათ, მათ მილიონობით ჰექტარი ტყე გადაწვეს.

იუთუბერმა პროტესტი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ხელისუფლებას ეს ხანძარი ხელს აძლევს და მის ჩაქრობას არც ცდილობს, მხოლოდ რეპორტაჟებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაცია თავისით დალაგდება, “მექრთამე ეკოლოგები პუტინს სჭირდება”,- ამბობს ის, ვინაიდან მედიაში გავრცელებული ცნობებით, ხანძრის მიზეზი მხოლოდ მაღალი ტემპერატურა და ქარიშხლებია.

 

კომენტარები