გერმანია

გერმანიაში კაცმა ქალი და 8 წლის ბავშვი მატარებლის ლიანდაგებზე ჩააგდო, ბავშვი დაიღუპა

Reuters

გერმანიაში, ფრანკგურტის მთავარ სადგურზე კაცმა ქალი და მისი 8 წლის შვილი მატარებლის ლიანდაგებზე ჩაადგო. ქალი გადარჩა, თუმცა ბავშვი დაიღუპა.

დამნაშავემ ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის მოქალაქეებმა დაიჭირეს. პოლიციის მიხედვით ის 40 წლის ერითრეელი მამაკაცია. რა კავშირი აქვს მას დაღუპულთან და მის დედასთან უცნობია. ასევე უცნობია დანაშაულის მოტივი. ამჟმად მისი დაკითვა მიმდინარეობს.

დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მატარებლის სადგური დროებით დაიხურა.

კომენტარები