კახა კალაძე

კალაძე: 10 აგვისტოდან მოქალაქეები ვაჭრობას სპეციალურად მოწყობილ ადგილებში შეძლებენ

კახა კალაძის ინფორმაციით, 10 აგვისტოდან მოქალაქეები ვაჭრობას სპეციალურად მოწყობილ ადგილებში შეძლებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, დახლებზე ვაჭრობის უფლება მოქალაქეებს რეგისტრაციის შემდეგ ექნებათ.

„ქუჩაში ვაჭრობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ადამიანები, რომლებსაც ძალიან უჭირთ და მძიმე მდგომარეობაში არიან, გამოდიან და მეტროსთან ან სხვა ხალხმრავალ ადგილზე ცდილობენ თავიანთი პროდუქტის გაყიდვას. მე, რა თქმა უნდა, მესმის და შევდივარ მათ მდგომარეობაში - ადამიანს რომ ულხინდეს და ბედნიერი იყოს, ქუჩაში არ დადგებოდა პროდუქტის გასაყიდად, თუმცა არის მეორე მხარეც, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ: ჩვენ მაქსიმალურად დაცულები უნდა ვიყოთ, რადგან ეს სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს. მე გამგებლებს დავავალე, თავიანთ რაიონებში განესაზღვრათ ადგილები, სადაც სწორედ ამ ადამიანებს მივცემდით შესაძლებლობას, გაეყიდათ პროდუქტები. ასეთი ადგილები უკვე გამოყოფილია, დამზადებულია დახლები. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს, რომლის ხელმძღვანელობით მოხდა ამ პროექტის დასრულება. შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს, 10 აგვისტოდან ექნებათ შესაძლებლობა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ამ ადგილებზე გაყიდონ თავიანთი პროდუქტი. გამოვყოთ კვირაში 2-3 დღე, როდესაც მოქალაქეებს ექნებათ აქ ვაჭრობის საშუალება, ყოველგვარი გადასახადის გარეშე და არა ქუჩაში," - თქვა კახა კალაძემ.

კომენტარები