სროლა აშშ-ში

ოჰაიოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 9, დაშავდა 26 ადამიანი

0 კომენტარი
ფოტო: CBS

აშშ-ის ოჰაიოს შტატში, ქალაქ დეიტონში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 8 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დაიჭრა 26 ადამიანი.

თავად თავდამსხმელი პოლიციასთან დაპირისპირებისას მოკლეს. მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

თავდასხმა ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმიდან ერთ საათში მოხდა.

ტეხასში 21 წლის პატრიკ კრუსიუსიმა სავაჭრო ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მან თავდასხმამდე სოციალურ ქსელში მანიფესტი გამოაქვეყნა. 

კრუსიუსმა Twitter-ზე მხარდაჭერა გამოუცხადა ბრენტონ ტარანტს, პირს რომელმაც 2019 წლის 15 მარტს ახალ ზელანდიაში 2 მეჩეთს დაესხა თავს და 51 ადამიანი მოკლა.  

კრუსიუსი ასევე ამბობს, რომ თავის ქმედებებით "უცხოური შემოტევებისგან" სამშობლოს დაცვას ცდილობს. მისი თქმით, მათ გამო ამერიკული კულტურა და ეკონომიკა ზიანდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები