სროლა აშშ-ში

მიჩიგანის შტატში, ფესტივალზე მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა - 15

აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ქალაქ საგინაუში, ფესტივალზე მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 დაშავდა

შტატის პოლიციის ინფორმაციით, ჩხუბი წვეულების მონაწილეებს შორის მოხდა, რა დროსაც სროლის ხმა გაისმა. საპასუხოდ, სხვა მონაწილეებმაც სროლა დაიწყეს. ამასთან, რამდენიმე ადამიანი შემთხვევის ადგილიდან გაქცევისას, მანქანების შეჯახების დროს დაშავდა.

CNN-ის ინფორმაციით, სულ მცირე, ხუთი სხვადასხვა ტიპის იარაღია გამოყენებული. ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებიათ.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაღუპულები 19 წლის კაცი და 51 წლის ქალი არიან. 

კომენტარები