სროლა აშშ-ში

აშშ-ში დააკავეს პირი, რომლის 4 წლის ვაჟიც იარაღით თამაშობდა

BEECH GROVE POLICE

აშშ-ს ინდიანას შტატში დააკავეს მოქალაქე, რომლის ოთხი წლის ვაჟი სადარბაზოს დერეფანში იარაღს ატარებდა.  

შანე ესბორნი დაუდევრობის ბრალდებით დააკავეს. მეზობლების ინფორმაციით, ბავშვი დერეფანში იარაღით დადიოდა.

დაკავების კადრები სატელევიზიო შოუ პატრულში აჩვენეს. სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრებში ჩანს, რომ ბიჭი იარაღით თამაშობს და ხელს ჩახმახსაც კი გამოკრავს. 

ოსბორნმა თავდაპირველად პოლიციას უთხრა, რომ სახლში იარაღი არ ჰქონდა და ამტკიცებდა, რომ მთელი დღე თავს ცუდად გრძნობდა და ეძინა. მისივე მტკიცებით, ვერც კი შეამჩნია, რომ მისმა შვილმა ბინა დატოვა და დერეფანში გავიდა.

გასულ კვირას ვირჯინიის დაწყებით სკოლაში ექვსი წლის მოსწავლემ მასწავლებელს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა, რაც პოლიციამ "განზრახ" სროლად შეაფასა.

კომენტარები