სროლა აშშ-ში

აშშ-ში სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზე სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 5 დაიჭრა

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკაში, ვირჯინიის შტატში სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზე სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 5 ადამიანი დაიჭრა

ამასთან ერთად, რამდენიმე ადამიანი გაქცევის დროს დაშავდა. მათ შორისაა, 9 წლის გოგო, რომელსაც გაქცევისას მანქანა დაეჯახა. 

დაღუპულთა შორისაა 18 წლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე და 36 წლის კაცი, რომელიც ცერემონიას ესწრებოდა.

ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა, მაგრამ პოლიციამ ის მალევე დააკავა. 

კომენტარები