საქართველოს პარლამენტი

ბოკერია ხაბარელს: ქართველი სპორტსმენების წარმატებები მათი დამსახურებაა და არა მთავრობის

0 კომენტარი

შოთა ხაბარელმა პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერიას კითხვით მიმართა და მოკლე პასუხის გაცემა სთხოვა, არის თუ არა საქართველოს ხელისუფლების დამსახურება ქართველი სპორტსმენების წარმატებები.

"მინდა ბატონ გიგა ბოკერია შევეკითხო ეს წარმატებები სპორტში არის თუ არა ხელისუფლების დამსახურება. მითხარით, თქვენ სპორტსმენის ოჯახში ხართ გაზრდილი, დედა წარმატებული სპორტსმენი გყავდათ და იცით ძალიან კარგად რამდენი ძალისხმევა სჭირდება. კი თუ არა, არის თუ არა საქართველოს ხელისუფლების დამსახურება ეს წარმატებები", - თქვა ხაბარელმა.

პასუხად ევროპული საქართველოს ლიდერმა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს უთხრა, რომ ქართველი სპორტსმენების წარმატებები მათი დამსახურებაა და არა ხელისუფლების, ეს ასე არის დღეს და ასე იყო.

"ბატონ ხაბარელს კითხვა დაუსვამს ჩემთვის, რომელსაც პატივს ვცემ. ქართველი სპორტსმენების დამსახურებები არის თუ არა მთავრობის დამსახურებაო. მოკლე პასუხი მაქვს, - არა! არც დღევანდელის არც გუშინდელის... ქართველი სპორტსმენების წარმატებები არის მათი დამსახურება და ძალიან მადლიერი უნდა ვიყოთ მათი", - უთხრა ბოკერიამ შოთა ხაბარელს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები