რუსეთი

შამანი, რომელიც პუტინის "განსადევნად" მოსკოვში ფეხით მიდიოდა, ფსიქიატრიულში მოათავსეს

BBC

იაკუტელი შამანი, ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც ვლადიმერ პუტინის "განსადევნად" მოსკოვში ფეხით მიდიოდა, დაკავების შემდეგ იაკუტიის ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერში მოათავსეს.  

"იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარღვევები აღმოაჩნდება, ჩვენ მზად ვართ, შესაფერისი სამედიცინო დახმარება გავუწიოთ. თუ საჭიროა, ჩავრთავთ სოციალურ სამსახურსაც,"-ამბობს იაკუტიის ჯანდაცვის სამინისტრო.  

გაბიშევი მოსკოვში ფეხით მიდოდა და 2021 წლისთვის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, "განდევნას" გეგმავდა. ის 18 სექტემბერს ბურიატიაში დააკავეს. ამ დროისთვის მას ფეხით 2 800 კილომეტრი ჰქონდა გავლილი. დაკავების შემდეგ ბურიატიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ შამანი იაკუტიაში, სახაში, ჩადენილი დანაშაულის გამო იძებნებოდა.  

ალექსანდრ გაბიშევმა მოგზაურობა 2019 წლის მარტში დაიწყო. შამანი მიიჩნევს, რომ პუტინი "ბნელი ძალების პირმშოა", რომელთან გამკლავებაც მხოლოდ მას შეუძლია.  

"ჩემთვის პუტინის წასვლა იქნება გამარჯვება. მთავარია, დემონი დავამარცხო,"-თქვა შამანმა.   

შამანმა საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც 12 ივნისს ქალაქ ჩიტაში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვიით გამოვიდა.  

"დაიმახსოვრეთ, პუტინი თქვენთვის განაჩენი არ არის,"-თქვა გაბიშევმა აქციაზე.

კომენტარები