დონალდ ტრამპი

ტრამპი: ISIS-ს ახალი ლიდერ ჰყავს, ზუსტად ვიცით ვინ არის ის

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: AFP

"ISIS-ს ახალი ლიდერი ჰყავს. ჩვენ ზუსტად ვიცით თუ ვინ არის ის!" - წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის Twitter-ის გვერდზე.

27 ოქტომბერს ტრამპმა დაადასტურა, რომ სირიაში ამერიკული სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებული იყო. ორ დღეში მან დაწერა, რომ ალ-ბაღდადის სავარაუდო შემცვლელიც ISIS-ის სპიკერი, აბუ ალ-ჰასან ალ-მუჰაჯირის მოკლული იყო. ინფრომაცია ტერორუსტულმა დაჯგუფებამაც დაადასტურა და ისიც თქვა, რომ ISIS-ს ახალი ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-კურაიში იქნებოდა.

არსებული ინფორმაციით, მისი სახელი უშიშროების ძალებისათვის ცნობილი არაა.

ტერორისტულ დაჯგუფებას ISIS-ის ლიდერის შესახებ რაიმე ინფორმაცია ან ფოტო არ გაუვრცელებია, თუმცა ამბობენ, რომ ის "ჯიჰადის წამყვანი ფიგურა" და "ვეტერანი ჯიჰადისტია", რომელსაც აშშ-ის წინააღმდეგ წარსულშიც უბრძოლია.

სახელ ალ-კურაიშის ჯიჰადისტური დაჯგუფების წევრები მოციქულ მუჰამედთან კავშირზე მისანიშნებლად იღებენ, რადგან ის კურეიშიტების ტომიდან იყო და თანამედროვე სუნიტ სწავლულებს მიაჩნიათ, რომ ეს გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იმისათვის, რომ ხალიფას ტიტული მიინიჭონ. ალ-კურაიშის სახელი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმაც აიღო.

ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციის დეტალები და კადრები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები