Chanel No.5

ყვავილები, რომლებისგანაც ლეგენდარული სუნამო Chanel No.5 იქმნება

0 კომენტარი
ფოტო: newyorker.com

ყველასთვის კარგად ცნობილი სუნამო, Chanel No.5, თავის ერთ ფლაკონში ათასობით ჟასმინის ყვავილსა და ათობით ვარდს იტევს. ყოველი ყვავილი, რომელიც მოგვიანებით სუნამოს შექმნისთვის გამოიყენება, საგულდაგულოდ არის მოვლილი.

გაზაფხულობით, ჟოზეფ მულის მინდვრებში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ პეგომასში მდებარეობს, ვარდი ყვავილობას იწყებს. მულების ოჯახს შანელთან ექსკლუზიური პარტნიორობა აქვთ, რომელიც მათთვის ჟასმინისა და ვარდის გაზრდას მოიცავს, რომლითაც შემდგომში უკვე ლეგენდარული სუნამო მზადდება.

ფოტო: newyorker.com

მულების მინდვრებში სპეციალური ჯიშის ვარდი იზრდება, რომელსაც სახელად Rosa centifolia ქვია. ეს ჯიში განსაკუთრებით ტკბილი და თაფლისებრი არომატით გამოირჩევა. ის, პეგამოსის მინდვრებში, ჯერ კიდევ ადრეული 1900-იანი წლებიდან იზრდება, როდესაც მას ჯოზეფ მულის ბაბუა უვლიდა.

"ეს ვარდი შეგიძლიათ შეადაროთ ღვინოს. მე შემიძლია ის თვალდახუჭულმა ვიცნო", - თქვა ჯოსეფ მულმა New Yorker-თან.

როდესაც ვარდები ყვავილობას იწყებენ, 202 ჰექტარის სიდიდის მინდვრებიდან აუცილებლად 2 კვირის განმავლობაში უნდა აიღონ მოსავალი. ჯოზეფ მულს, მისი არაბიოლოგიური შვილი, 70 დამხმარე ქალი და კიდევ 4 სპეციალისტი ეხმარება. მოსავლის აღებისას ყველანი წყვილებში მუშაობენ, რადგან ასე მათი საქმე მარტივდება.

ვარდების მოკრეფის შემდეგ, მათ მიერ გამოყოფილი ზეთი ძალიან მალე უნდა შეზავდეს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში ფერმენტირებას და დუღილს დაიწყებს.

"ორი ან სამი წუთის დაგვიანების შემთხვევაში მათ იგივე სუნი აღარ ექნებათ", - ამბობს ჯოზეფ მული.

ერთი კილო მასის მისაღებად 300-დან 500-მდე ვარდი არის საჭირო.

"ჩვენ გვაქვს ასეთი ფრაზა "La Fleur au Flacon" - ყვავილები ფლაკონში. მე შესაძლებლობა მეძლევა, რომ მხატვარივით ვიმუშავო მის განსაკუთრებულ ფერებთან", - ამბობს ოლივიე პოლჯი, რომელიც შანელის სუნამოების წარმოების ხელმძღვანელია, მას შანელის "ცხვირსაც" ეძახიან.

ამის შემდეგ, იწყება ფაზები, რომლიდანაც ყვავილებისგან უშუალოდ სუნამოს სითხეს იღებენ. ეს ფაზები ყვავილების კონკრეტულ ტემპერატურამდე გაცხელებას მოიცავს, როდესაც უკვე მცენარეები თავის ფერს კარგავენ და ყავისფერს იღებენ. გაცხელებიდან სითხის მისაღებად კიდევ რამდენიმე ნაბიჯის გავლა არის საჭირო.

ფოტო: newyorker.com

საბოლოოდ, კი, გამოდის რომ ყოველი Chanel No.5-ის 30 მილილიტრიანი ფლაკონის ყიდვისას, ადამიანი პეგამოსის ათასობით ჟასმინის ყვავილსა და 12 ცალ პეგამოსისვე ვარდს ყიდულობს.

"ბუნებრივი მასალა ისეთ ინდეტობას გაძლევს, როგორსაც სინთეტიკური ვერ მოგცემს", - ამბობს ოლივიე პოლჯი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები