ბიძნა ივანიშვილი

მაჭავარიანი ივანიშვილის დისერტაციაზე: ვერ წარმომიდგენია, რამე კარგად არ გააკეთოს

0 კომენტარი
ფოტო: ენძელა მაჭავარიანი

"ვერ წარმომიდგენია, რამე გააკეთოს და კარგად არ გააკეთოს",-ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენძელა მაჭავარიანი, თავისუფლების ინსტიტუტის მოთხოვნას, ჩამოერთვას ივანიშვილს სამეცნიერო ხარისხი.

"მე არ მეპარება მის შესაძლებლობებში ეჭვი და პირიქით, მგონია, რომ ვერ არის მისი შესაძლებლობები გამომჟღავნებული ისე, როგორც მას აქვს. ეს ექსპერტებმა, თუ აინტერესებთ, შეისწავლონ, თუ არ აინტერესებთ, ნუ შეისწავლიან. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და ჩვენ სათანადოდ არ გვყავს შესწავლილი. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ბიძინა ივანიშვილმა რამე გააკეთოს და კარგად არ გააკეთოს",-ამბობს მაჭავარიანი. 

თავისუფლების ინსტიტუტის წევრებმა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევის მოთხოვნით ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართეს და ივანიშვილის დისერტაციასთან ერთად, ყველა ის მტკიცებულება გადასცეს, რის გამოც მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის ნაშრომი ვერ აკმაყოფილებს სამეცნიერო სტანდარტს და შეიცავს პლაგიატის ნიშნებს.  

"არის ნიშნები, რომლითაც ძალიან ჰგავს როგორც სტრუქტურით, ისე შინაარსობრივად ევგენი ნოვოჟიროვის 2 წლით ადრე დაცულ დისერტაციას. ამ და სხვა მიზეზების გამო ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბატონმა ივანიშვილმა სამეცნიერო დისერტაცია მოიპოვა საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი მანკიერი გზით",-ამბობს ორგანიზაციის დირექტორი, სალომე ხვადაგიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები