რუსული კიბერთავდასხმა

კანადა: ვგმობთ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მავნებლურ კიბერ აქტივობებს

wikipedia.org

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერქმედებებს რუსეთის მხრიდან "კიდევ ერთ მცდელობას" უწოდებს, "რათა ქვეყანას საქართველოში დესტაბილიზაცია გამოეწვია და ძირი გამოეთხარა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის". 

"ჩვენი გამოძიების მიხედვით, ეს ქმედებები ე.წ ჭიაყელას ჯგუფის მიერ განხორციელდა, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (GRU) კიბერ-დანაყოფების მიერაა დაკვეთილი. 

კანადა მტკიცედ გმობს ამ ბოროტ ქმედებებს. ეს ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში არეულობის დათესვას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, ნორმებისა და შეთანხმებების აშკარა უპატივცემულობას. 

ეს ერთი საქმეა რუსეთის მიერ ბოროტი ქმედებების განგრძობად სერიაში, რომელიც მათ შორის მოიცავს NotPetya-ს მავნე კომპიუტერული პროგრამის გამოყენებას, რომელმაც უკრაინაში 2017 წელს საგრძნობი არეულობა გამოიწვია და ასევე 2018 წელს საერთაშორისო სპორტული და ანტი-დოპინგური ორგანიზაციების გვერდების დაჰაკვას, მათ შორის კანადაში დაფუძნებული ანტი-დოპინგური სააგენტოსა და სპორტში ეთიკის შესახებ კანადური ცენტრის. 

კანადა რჩება მტკიცედ სოლიდარობაში თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ უწოდოს ბოროტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კიბერ-ქმედებებს. ჩვენ ვრჩებით იმის ერთგულები, რომ 

კანადა რჩება მტკიცედ სოლიდარული სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული ბოროტი კიბერ-ქმედებების გამოვლენაში. ჩვენ კვლავ ვიღებთ ვალდებულებას, ვიმუშავოთ პატნიორებთან კიბერსივრცის ღია სანდო და უსაფრთხო მოხმარების შესანარჩუნებლად და და მოვუწოდებთ რუსეთს ამ ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ,"- წერია განცხადებაში. 

 

გუშინ, 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია.

კიბერთავდასხმის შედეგად 15 000-ზე მეტ ვებ-გვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" [მე დავბრუნდები]. დაჰაკული საიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული. 

მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერთიანებული სამეფომ, ლიტვამპოლონეთმანიდერლანდებმაჩეხეთის რესპუბლიკამესტონეთმადანიის სამეფომ, ნორვეგიამ.

გაერთიანებულმა სამეფოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მათ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.

პასუხად ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ "რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას".

კომენტარები