რუსული კიბერთავდასხმა

ჩეხეთი: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის კიბერთავდასხმა სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევაა

0 კომენტარი

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმა დაგმო:

"საქართველოს წინააღმდეგ მსგავსი თავდასხმები არის სახელმწიფო სუვერენიტეტის ნათელი დარღვევა, ნდობისთვის ძირის გამოთხრა და წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი წესრიგისთვის საფრთხის შემქნა. ჩვენ მზად ვართ ჩვენ ქართველ პარტნიორებს კიბერგამძლეობის აშენებაში დავეხმაროთ, რაც [ქვეყანას] ნებისმიერი მომავალი თავდასხმებისგან ეფექტურად დაიცავს."

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული. 

პარალელურად, განცხადება გაავრცელეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერთიანებული სამეფომ, ლიტვამ, პოლონეთმა, ნიდერლანდებმა და დანიის სამეფომ.

გაერთიანებულმა სამეფოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მათ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.

პასუხად ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ "რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები