ადამ დრაივერი და ბენ აფლეკი

ადამ დრაივერმა ბენ აფლეკის შვილს დაბადების დღეზე საჩუქრები გაუგზავნა

0 კომენტარი

გასულ კვირას ჯიმი ქიმელის შოუს სტუმარი ბენ აფლეკი იყო, რომელმაც თავისი შვილის დაბადების დღის ამბავი გაიხსენა. 

აღმოჩნდა, რომ როდესაც აფლეკი ევროპიდან აშშ-ში შვილის სემიუელის დაბადების დღეზე ჩამოვიდა, მის მიერ შეკვეთილმა საჩუქრებმა წვეულებას ვერ მოუსწრო, შესაბამისად მსახიობი ნერვიულობდა, რომ შვილს უსაჩუქროდ ტოვებდა. ამ დროს აფლეკს უთხრეს, რომ ადამ დრაივერმა, რომელმაც შემთხვევით მოისმინა, როგორ საუბრობდა ბენ აფლეკი თავისი შვილის მომავალ დაბადების დღეზე, ბიჭს Star Wars-ის თემატური საჩუქრები გამოუგზავნა და წააწერა : "კაილო რენისგან" 

"სემიუელი გახარებული იყო, რადგან ის ვარსკვლავური ომების ნამდვილი ფანია, სწორედ ამიტომ ვუთხარი, რომ მე და კაილო რენი ერთ ფილმში ვმონაწილეობთ" სიცილით დაამატა აფლეკმა. 

ბენ აფლეკი და ადამ დრაივერი ერთად რიდლი სკოტის ახალ ფილმში The Last Duel გამოჩნდებიან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები