გირჩი

გირჩის წევრები მთავრობას თერმოსკრინინგის ჩატარებაში "დაეხმარნენ"

ზურა გირჩი ჯაფარიძე

გირჩის წევრები მთავრობას თერმოსკრინინგის ჩატარებაში დაეხმარნენ.

გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, ხალათით, პირბადითა და ფარით, მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დადგა და შენობაში შემსვლელებს სიცხე გაუზომა, შედეგები კი აღრიცხა.

როგორც თავად თქვა, ჯერჯერობით ტემპერატურა არავის ჰქონია:

"11 ადამიანი მოვიდა, უკვე ძალიან გადასცდა 9 საათს. ვინც მომსვლელი იყო, მოვიდა. არ ინერვიულოთ, 11 კაცი მუშაობს თქვენთვის. პანდემია ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან ამ შენობაში ხალხს არ სძინავს და ზრუნავენ ჩვენზე. ასევე, მინდა ვთხოვო, სხვებსაც, ჩვენ ყოველდღე არ გვექნება საშუალება, თერმოსკრინინგი ჩავატაროთ და თუ მოვლენ და ჩაატარებენ, გვეცოდინება, რომ ამ შენობაში მომუშავე ადამიანებიც დაცულები არიან. იმდენ რამეზეა მათი ძალები გადანაწილებული, რომ საკუთარი თავისთვის აღარ დარჩათ და ამიტომ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ მათ", - თქვა ჯაფარიძემ ფეისბუქ ლაივში.

კომენტარები