მკვლელობა თბილისში

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც 3 მაისს ყაზბეგის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკებისას ნაცნობი მოკლა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 3 მაისს ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის 1 ადამიანი - 1976 წელს დაბადებული ჯ.მ. დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილი კინოთეატრის შენობაში ურთიერთშელაპარაკებისას ნაცნობს - 1966 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს ბლაგვი საგნით თავში დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. ბ.ჭ. ადგილზე გარდაიცვალა. 

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები