ავღანეთი

ავღანეთის მთავრობამ 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პასუხად თალიბანის 100 პატიმარი გაათავისუფლა

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ავღანეთის მთავრობამ თალიბანის მიერ 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პასუხად დაჯგუფების 100 პატიმარი გაათავისუფლა.

თალიბანმა ავღანეთის მთავრობასთან ერთად მუსლიმებისათვის წმინდა თვის, რამადანის დასასრულს, იდ-ალ-ფიტრის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ცეცხლის შეწყვეტის 3-დღიანი შეთანხმება ძალაში 24 მაისს შევიდა და მას შემდეგ არ დარღვეულა. ავღანეთის მთავრობაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და დააანონსეს კიდევ 2 000-მდე პატიმრის გათავისუფლების გეგმა.

პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია მზადაა დაჯგუფებასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გააგრძელოს.

ავღანეთის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ეს მხოლოდ მესამე შემთხვევაა, როდესაც თალიბანმა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა. მსგავსი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პირველად 2018 წელს შედგა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ აღარ გაგრძელებულა და ქვეყანაში დაპირისპირება და თავდასხმები განახლდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში კი დაჯგუფებამ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც მათ თავდასხმები უნდა შეემცირებინათ და ავღანეთის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყოთ, თუმცა, მიუხედავა ამისა, ქვეყანაში თავდასხმები არ წყდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები