ინდოეთი

ინდოეთში მაიმუნებმა COVID-19-ზე აღებული სისხლის ნიმუშები მოიპარეს

0 კომენტარი
ფოტო: CNN

ჩრდილოეთ ინდოეთის შტატში, უტარ-პრადეშში მაიმუნებმა კორონავირუსზე აღებული სისხლის ნიმუშები მოიპარეს

შემთხვევა ხუთშაბათს, 28 მაისს მოხდა, როდესაც ლაბორატორიის თანამშრომელს პაციენტების სისხლის ნიმუშები კორონავირუსზე შესამოწმებლად მიჰქონდა. მაიმუნები ლაბორატორიის თანამშრომელს თავს დაესხნენ და სისხლის სამი ნიმუში გაიტაცეს. 

ექიმმა თქვა, რომ მაიმუნები ხეზე აძვრნენ, ნიმუშები დაღეჭეს და შემდეგ ისროლეს. საავადმყოფოს ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიას დეზინფექცია ჩაუტარეს, ასევე, განადგურდა ნიმუშები, რომლებიც მაიმუნებმა ხიდან ისროლეს.  

მომხდარზე გამოძიება დაიწყო. 

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსი 165 799 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 4 706 გარდაიცვალა, 81 843 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები