რუსეთი

"წავედით!" - რუსეთში აწარმოებენ ლიფტებს, სადაც იური გაგარინის ხმა ისმის

რუსეთის სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოში Ust-Katavsky, რომელიც Roskosmos-ის ნაწილია, აწარმოებს ლიფტებს, სადაც იური გაგარინის ხმა იქნება ჩაწერილი.

ლიფტში მის დაძრამდე დინამიკებიდან იური გაგარინის ხმა მგზავრებს მოუწოდებს "წავედით!". მგზავრობისას ლიფტში მუსიკის მოსმენაც იქნება შესაძლებელი.

კომპანიამ 13 მაისს მოიპოვა სერტიფიკატი, რითაც გაგარინის ხმიანი ლიფტების წარმოება შეუძლია. 

პირველი საცდელი ლიფტი კომპანიაში უკვე დაამონტაჟეს.

2020 წლამდე კომპანია გეგმავს, რომ თვეში 50 ასეთი ლიფტი აწარმოოს. დირექტორმა, რომან ნოვიკოვმა, განაცხადა, რომ ლიფტების გაყიდვას ისინი რუსეთის მასშტაბით გეგმავენ.

იური გაგარინი არის პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაუშვეს.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ რუსული სახელმწიფო პროპაგანდული მედია წერს, რომ ილონ მასკმა Spacex-ის ხომალდის Dragon შექმნაში რუსული ნაწილი გამოიყენა

რუსულმა მედიამ ამ ინფორმაციის ტირაჟირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 31 მაისს NASA-ს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ასტრონავტები SpaceX-ის ხომალდით, Dragon-ით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩავიდნენ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ აშშ-დან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.

2011 წლის შემდეგ, როდესაც Shuttle-ის კოსმოსური პროგრამა დაიხურა, ამერიკელები რუსეთის Roskosmos-ის დახმარებით მიდიოდნენ კოსმოსში. SpaceX-ის ხომალდით ეს შეიცვალა. საგულისხმოა, რომ მაგალითად, რუსული კომპანიის დახმარებით ასტრონავტის გაფრენა, დაახლოებით, 90 მილიონი აშშ დოლარი ჯდება. მასკის კომპანიის დახმარებით კი ამის ღირებულება თითქმის განახევრდა.

კომენტარები