ჩეხეთი - რუსეთი

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა

0 კომენტარი
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ანდრეი ბაბისი.

ჩეხეთის რესპუბლიკის მთვარობამ ორი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღო, რაც პრაღის სამ პოლიტიკოსზე მოწამლვის შესახებ "ჭორი" გავრცელდა. 

პრაღის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოსთან შიდა უთანხმოების შედეგად ერთერთმა მათგანმა ჩეხეთის სადაზვერვო სამსახურს ფიქტიური შეთქმულების დეტალები გაუგზავნა.

შედეგად, ქვეყანაში სამი მერისთვის პოლიტიკური უსაფრთხოება უზრუნველყვეს.

თვადაპირველად, აღნიშნული ინფორმაცია ჩეხურ გაზეთში Respekt გავრცელდა, რის მიხედვითაც, რუსი აგენტი პრაღაში ჩემოდნით ჩავიდა, რაშიც მას ძლიერ მომწამვლელი ნივთიერება რიცნი ჰქონდა.

გაზეთი ამბობდა, რომ საწამლავი, შესაძლოა, ჩეხი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოეყენებინათ, რომლებმაც ბოლო დროს რუსების გაბრაზება გამოიწვიეს. იმჟამად, რუსეთმა ცნობები დაგმო, "დეზინფორმაცია", "ავადმყოფი ფანტაზიები" უწოდა.

ჩეხურმა ტელევიზიამ საქმეში ჩართული პირი დაასახელა - ანდრეი კონჩაკოვი, პრაღაში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი. კონჩაკოვმა კი თქვა, რომ ჩემოდნით მხოლოდ "სადეზინფექციო საშუალება და ტკბილეული" ჩამოიტანა.

კონჩაკოვს და კიდევ ერთ დიპლომატს, იგორ რიბაკოვს მოუწოდეს, რომ ქვეყანა დატოვონ.

ჩეხეთის პრემიერმინისტრმა ანდრეი ბაბისმა თქვა, რომ შეთქმულება ყოველგვარ ეჭვგარეშე ჭორია.

"მთლიანი საქმე პრაღაში რუსეთის საელჩოში დასაქმებულებს შორის შიდა ბრძოლის შედეგად წამოიწია, როდესაც ერთერთმა მათგანმა განზრახ მოგონილი ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურს გაუგზავნა ჩეხი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაგეგმილ თავდასხმაზე," - განაცხადა პერმიერმინისტრმა.

მისივე განცხადებით, ჩეხეთს სურს, რომ ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს:

"თუმცა, სუვერენული სახელმწიფო ვართ და მსგავსი ქმედებები ჩვენ ტერიტორიაზე მიუღებელია".

ორი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა.  მისი თქმით, "შეთითხნილმა ანგარიშმა" ჩეხეთის სადაზვერვო მეტი წნეხის ქვეშ მოაქცია, რუსეთთან ურთიერთობები დააზარალა და ჩეხეთში რუსეთის იმიჯს ჩირქი მოსცხო.

რუსეთმა დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება დაგმო და მას "არამეგობრული აქტი" უწოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაძევებას ადკევატური პასუხი მოჰყვება და ამ ქმედებამ ორი ქვეყნის ურთიერთობებს სერიოზული ზიანი მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს პრაღაში საბჭოთა კავშირის მარშალის ივან კონევის ძეგლი აიღეს.

"მარშალ ივან კონევის ძეგლის დემონტაჟს რუსული მხარის შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ," - ასე გამოეხმაურნენ რუსეთის საელჩოში ძეგლის აღებას.

ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარი უთხრა რუსეთს მარშალ კონევის ძეგლის გადაცემაზე.

პრაღაში საბჭოთა მარშალის ძეგლის აღების შემდეგ მოსკოვში ჩეხეთის საელჩოს თავს დაესხნენ.

თებერვალში ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის საბჭომ მხარი დაუჭირა პოლიტიკოსების ჯგუფის ინიციატივას რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედნისათვის ბორის ნემცოვის სახელის დარქმევის თაობაზე.

მისი სახელწოდება ამ დრომდე იყო "მოედანი წაბლების ქვეშ", თუმცა ამჟამად ის მოკლული რუსი ოპოზიციონერის სახელს ატარებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები