რუსეთი

ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი დააკავეს და ჯარში იძულებით წაიყვანეს

Reuters

არტიომ იონოვი ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის თანამშრომელია. ფონდის დირექტორის, ივან ჟდანოვის განცხადებით ის დააკავეს და სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

"დილით სახლთან დაუდარაჯდნენ და მაშინვე ქალაქ ჟელეზნოდოროჟნის გამნაწილებელ პუნქტში წაიყვანეს. საკომუნიკაციო საშუალება ჩამოართვეს. იურისტს მასთან არ უშვებენ". – დაწერა ჟდანოვმა ტელეგრამზე. 

ჟდანოვის ინფორმაციით, იონოვს ასთმა აქვს და სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლია. ანტიკორუფციული ფონდი გეგმავს, სასამართლოს სამხედრო გაწვევის შეჩერების მოთხოვნით მიმართოს. 

იონოვი YouTube-ის გადაცემისთვის როსია ბუდუშჩეგო (მომავლის რუსეთი) მუშაობდა. გადაცემის წამყვანი ალექსეი ნავალნია. ჟდანოვი ვარაუდობს რომ იონოვი გადაცემისთვის ხელის შეშლის მიზნით იძულებით გაიწვიეს ჯარში.

2019 წლის დეკემბერში ანტიკორუფიული ფონდის პროექტების მენეჯერი რუსლან შავედინოვი გაიტაცეს, იძულებით ჯარში გაიწვიეს და სამხედრო ბაზაზე – ნოვაია ზემლია გაამწესეს. სამხედრო კომისარიატის განცხადებით, შავედინოვი არ გაუტაცებიათ და მისი გაწვევა სამართლებრივ ფარგლებშია. თავად ალექსეი ნავალნიმ თანამშრომლისა და მოკავშირის გატაცება დაგმო.

კომენტარები