საქართველოს პარლამენტი

თალაკვაძე: დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით ზედაპირულია

"დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობის მიხედვით, მე ვფიქრობ ესაა ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მომისმენია". – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ანგარიშს, რომელშიც საკანონმდებლო ორგანოს 2019 წლის საქმიანობაა შეფასებული.

"მე ყველას ვთხოვდი, ვინც პარლამენტის საქამიანობითაა დაინტერესებული, დეპუტატების გამოსვლების რაოდენობა მექანიკურად კი არ დათვალონ, არამედ ნახონ რას აკეთებ ეს ადამიანები იმ საზოგადოებაში, სადაც ისინი აირჩიეს". – ამბობს თალაკვაძე.

2019 წელს პარლამენტში 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც პარლამენტის საქმიანობას ეხება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.

21 დეპუტატი, რომელსაც სიტყვით გამოსვლის უფლებით 2019 წელს საერთოდ არ უსარგებლია:

  • ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • მახირ დარზიევი (უმრავლესობა)
  • მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა)
  • იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • სამველ მანუკიანი (უმრავლესობა)
  • ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი)
  • რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი)
  • რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა)
  • დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა)
  • ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა)
  • გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა)
  • ზაზა კედელაშვილი (ევროპული საქართველო)
  • ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)

კომენტარები