ტურიზმი

22 აგვისტო - 30 სექტემბრის ყველა დადასტურებული ფრენა (სრული განრიგი)

ავიაციის სააგენტომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სექტემბრის თვის რეგულარული და ჩარტერული ფრენების განრიგი დაამტკიცა. 21 აგვისტოს მონაცემებით, სექტემბერში თბილისის აეროპორტიდან სულ 31 რეისი შესრულდება. ჯერჯერობით, ფრენის ნებართვა მხოლოდ Lufthansa-ს (თბილისი-მიუნხენი), Air France-ს (თბილისი-პარიზი), Air Baltic-ს (თბილისი-რიგა, Pegasus-ს (თბილისი-სტამბოლი), Turkish Airlines-ს (თბილისი-სტამბოლი) და ბელავიის ავიახაზებს (თბილისი-მინსკი) აქვს. ამ ეტაპზე, ავიაციის სააგენტოს არ დაუმტკიცებია Georgian Airways-ის ჩარტერული რეისები - სავარაუდოდ, როგორც გასულ თვეებში, აირზენა სექტემბერშიც ათზე მეტ ფრენას შეასრულებს. ასევე, ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, 22-31 აგვისტოს საქართველოდან 24 რეისი შესრულდება.

სექტემბრის დადასტურებული განრიგი:

2 სექტემბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)

3 სექტემბერი

  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • თბილისი-მინსკი (ბელავიის ავიახაზები. მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

4 სექტემბერი

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)

5 სექტემბერი

  • თბილისი-სტამბოლი (Turkish Airlines. მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს).
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France).

6 სექტემბერი

  • თბილისი-სტამბოლი (Pegasus Airlines. მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს).

7 სექტემბერი

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)

9 სექტემბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)

10 სექტემბერი

  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)

11 სექტემბერი

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)

12 სექტემბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • თბილისი-სტამბოლი (Turkish Airlines - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს).

13 სექტემბერი

  • თბილისი-სტამბოლი (Pegasus Airlines - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს).

14 სექტემბერი

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)

16 სექტემბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)

17 სექტემბერი

  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)

18 სექტემბერი

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)

19 სექტემბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • თბილისი-სტამბოლი (Turkish Airlines - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

20 სექტემბერი

  • თბილისი-სტამბოლი (Pegasus Airlines - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს).

21 სექტემბერი

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)

23 სექტემბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)

24 სექტემბერი

  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)

25 სექტემბერი

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)

26 სექტემბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • თბილისი-სტამბოლი (Turkish Airlines - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

27 სექტემბერი

  • თბილისი-სტამბოლი (Pegasus Airlines - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს).

28 სექტემბერი

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)

30 სექტემბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France).

22-31 აგვისტოს ფრენები: 

Georgian Airways 

  • 22 აგვისტო - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი.
  • 23 აგვისტო - თბილისი-ვენა-თბილისი.
  • 28 აგვისტო - თბილისი-პარიზი-თბილისი.
  • 29 აგვისტო - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი.
  • 31 აგვისტო - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი.

Air France - პარიზი-თბილისი-პარიზი (22, 26, 29 აგვისტო);

Lufthansa - მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (24, 28, 31 აგვისტო);

Air Baltic - რიგა-თბილისი-რიგა (24, 27, 31 აგვისტო);

SkyUp Airlines - თბილისი-კიევი (23 და 31 აგვისტო - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს);

Pegasus Arlines - (23 და 30 აგვისტო, მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს);

Turkish Airlines - (29 აგვისტო, მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს);

ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები - ურუმჩი-თბილისი (23, 26 აგვისტო - მუშახელის ჩამოყვანა);

ისრეარი - თბილისი- თელ-ავივი (25 აგვისტო, მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს);

სმარტლინქსი - სტოკჰოლმი-თბილისი - (26 აგვისტო. ჩამოიყვანს დეპორტირებულ მოქალაქეებს);

ბელავიის ავიახაზები - თბილისი-მინსკი (27 აგვისტო, მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს);

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1-ელი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1-ელ აგვისტომდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომლებიც აგვისტოდან თბილისის პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში სრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa დაფრინავს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic აქამდე კვირაში ერთხელ დაფრინავდა, 20 აგვისტოდან კი, სიხშირე კვირაში ორი იქნება. 

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს უშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კომენტარები