სომხეთი

სომხური მედია: სომხეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

0 კომენტარი
დავიდ ტონოიანი ფოტო: RIA

სომხეთის თავდაცვის მინისტრი, დავიდ ტონოიანი თანამდებობიდან გადადგა, ინფორმაცია ამის შესახებ სომხურმა გაზეთმა არავოტმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

"ჩვენი ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე მას [ტონოიანს] შეცვლის პრემიერმინისტრის მთავარი მრჩეველი ვაგარშაკ არუტიუნიანი, ის სომხეთის თავდაცვის მინისტრი იყო 1999-2000 წლებში". - წერს გამოცემა.

თქვა ყარაბაღის თავდაცვის მინისტრის და ყარაბაღის კონფლიქტში "უპატიებელი პროცესებზე" პასუხისმგებელი პირების გადადგომის აუცილებლობაზე  სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა და პარტია ჩემი ნაბიჯის წევრი ანდრანიკ კოჩარიანი. კოჩარიანის თქმით, ამ ადამიანების დაუსჯელობა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის უსაფრთხოებას.

უკვე მეორე კვრაა, ერევანში საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები მთიანი ყარაბაღის შეთანხმებისთვის ხელის მოწერის გამო ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო. შეთანხმებით კმაყოფილია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც ამას "ბრწყინვალე გამარჯვებასა და სომხეთის კაპიტულაციას" უწოდებს.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რომელიც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. აზერბაიჯანს ასევე გადაეცემა აღდამის რეგიონი, ქალბაჯარის რეგიონი და ლაჩინის რეგიონი. მთიანი ყარაბაღის რეგიონში ასევე განთავსდება რუსული სამშვიდობო ძალების 1960-კაციანი კონტინგენტი.

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით, შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები