რაბათის ციხე

დღეს რაბათის ციხე საზეიმოდ გაიხსნება

აღდგენილი რაბათის ციხე დღეს საზეიმოდ გაიხსნება. სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები რაბათზე გასული წლის მაისში დაიწყო და შვიდ ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობდა. თითქმის დანგრეული ძველი შენობების აღდგენა არქიტექტორებმა და მშენებლებმა საარქივო მასალებისა და ფოტოების დახმარებით შეძლეს. მეჩეთი, მინარეთი, სინაგოგა, ქრისტიანული ტაძარი, ჯაყელების სასახლე, მუზეუმი, აბანოები და ციტადელი – ტოლერანტობის სიმბოლოდ წოდებული ახალციხის უძველესი უბანი დღეს საზეიმოდ გაიხსნება.
დღეიდან ადგილზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდება, სადაც უცხოელ სტუმრებს ჯავახეთის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან. მუშაობას დაიწყებს ქორწინების სახლიც.
17 საათიდან ციხის ტერიტორიაზე სახალხო სეირნობა დაიწყება. გაიმართება თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, მოდების ჩვენება, გაიხსნება ისტორიული მუზეუმი.
სპეციალურად რაბათის ციხის გახსნაზე საქართველოში ცნობილი ფრანგი შანსონიე, წარმოშობით ახალციხელი შარლ აზნავური ჩამოვიდა. მის გამოჩენამდე სცენას ქართველი ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი დაიკავებს.
საზეიმო ღონისძიებები ფეიერვერკით დასრულდება.

კომენტარები