გამოძიება

გია თორთლაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება დეოკუპაციის ცენტრისათვის საქართველოს კულტურის სამინისტროდან გადარიცხული თანხების არამიზნობრივად ხარჯვის თაობაზე.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 2012 წლის 5 დეკემბერს დეოკუპაციის ცენტრს, რომელსაც გია თორთლაძე ხელმძღვანელობს, კულტურის სამინისტროდან 350 ათასი ლარი ჩაერიცხა, პროექტის „საქართველო ოკუპანტების გარეშე“ განსახორციელებლად. ამავე პროექტის ფარგლებში, ცენტრს სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცა105 ათასამდე ლარის ღირებულების ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო“.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გია თორთლაძემ, კანონის დარღვევით, 2013 წლის 4 იანვარს ეს ავტომანქანა 50 ათას დოლარად გაასხვისა და თანხა პირადი მიზნებისთვის მოიხმარა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

.

 

კომენტარები