ქართული ოცნება

პრემიერმინისტრი უმრავლესობის წევრებს ხვდება

კოალიცია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. 
შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის ვიცესპიკერმა, მანანა კობახიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და შეხვედრის ფარგლებში საპალრამენტო უმრავლესობა პრემიერთან მიმდინარე აქტუალური საკითხების განიხილვას გეგმავს. 
შეხვედრის  წინ კომენტარი ასევე გააკეთა ქართული ოცნების წევრმა ეკა ბესელიამ. მისი თქმით ბოლო პერიოდში  ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა და ახლა საჭიროა ახალ  საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა, რაც კოალიციის ლიდერთან კოორდინაციას მოითხოვს.  

კომენტარები