ფარული მოსმენები

პრემიერის ბრძანებით ხვედელიძე თანამდებობიდან 14 მაისს გათავისუფლდა

geotimes.ge

მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის 14 მაისით დათარიღებული ბრძანება, რომლითაც პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
"გათავისუფლდეს გელა ხვედელიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 95–ე მუხლის საფუძველზე", - აღნიშნულია ივანიშვილის ბრძანებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 15 მაისს, ნეტგაზეთმა, გელა ხვედელიძის ადვოკატზე დაყდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შს მინისტრის პირველ მოადგილეს თანამდებობა ოფიციალურად არ ჰქონდა დატოვებული. მას ბრალად ედება გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხვედელიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

კომენტარები