სასამართლო

TI-საქართველომ ფინანსთა სამინისტროს სასამართლო პროცესი მოუგო

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს სარჩელი დააკმაყოფილა, რომლითაც ორგანიზაცია ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მიერ 2013 წლის 25 იანვარს გამოცემული #30 ბრძანების გაუქმებას ითხოვდა.

"ამ ბრძანებით დადგენილმა ახალმა რეგულაციებმა საქონლის გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩააყენა საქართველოს ფოსტა", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გადაწყვეტილება ჯერ კანონიერ ძალაში არ არის შესული. სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ფინანსთა სამინისტროს მისი გაცნობიდან 14 კალენდარული დღე აქვს. 

 

 8 მა­ისს ნო­დარ ხა­დურ­მა ხე­ლი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რო­მე­ლიც აუქ­მებს ად­რე მი­ღე­ბუ­ლ რე­გუ­ლა­ცი­ებს, რო­მელ­თა აღ­სრუ­ლე­ბის შე­დე­გად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ ად­გი­ლობ­რივ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო გა­დამ­ზიდ­ვე­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა კი უპი­რა­ტეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნა ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი.

 

TI-სა­ქარ­თვე­ლო გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­შფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს იმის გა­მო, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უქ­მდე­ბა არა მყი­სი­ე­რად, არა­მედ მხო­ლოდ 2014 წლის 1 იან­ვრი­დან, "მა­შინ, რო­დე­საც ბა­ზარ­ზე მცი­რე და სა­შუ­ა­ლო გა­დამ­ზიდ­ვე­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ აღარც იარ­სე­ბე­ბენ".

 

 ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­მი­ნის­ტროს მი­ერ ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ტა­ნას თა­ვი­დან­ვე აკ­რი­ტი­კებ­და და ბრძა­ნე­ბის გა­უქ­მე­ბის მოთ­ხოვ­ნით სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩი­ვა­რიც შე­ი­ტა­ნა.

 

 

კომენტარები